logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა
- +

25 ივნისი. 2019. 12:29

 

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

მისი თქმით, სანქციები ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგაა მიმართული.

 

22 ივნისს, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი „არსებითი სანქციები“ გამოაცხადა.

 

თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რა სახის სანქციები იქნებოდა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, სანქციები ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგაა მიმართული.

 

გარდა ამისა, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ სანქციების დაწესება ირანის მიერ ამერიკული უპილოტი საფრენი აპარატის ჩამოგდებას უკავშირდება.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner