logo_geo
eng_logo
საპარლამენტო ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა
- +

25 ივნისი. 2019. 12:39

 

საპარლამენტო ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა. პარლამენტის პლენარული სხდომა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარეშე განახლდა.

 

სხდომა რამდენიმე წუთით სასესიო დარბაზში მომხდარი ჩხუბის გამო შეწყდა.

 

კონკრეტულად, დღის წესრიგის დამტკიცებისას „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა, რომ პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე ემსჯელა მათ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო, შს მინისტრის გადადგომას ითვალისწინებს. მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ამ თემაზე დაწყებული შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner