logo_geo
eng_logo
თბილისის ათივე რაიონის გამგეობა უამინდობის დროს დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
- +

25 ივნისი. 2019. 13:06

 

 

ძლიერმა ქარმა და უამინდობამ თბილისის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. ზარალის აღმოფხვრასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში ათივე რაიონის გამგეობა აქტიურადაა ჩართული.

 

ისნის რაიონში, ირბახის ქუჩა N18-ში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რის გამოც, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოთხსულიანი ოჯახი უსაფრთხოების მიზნით, რაიონის გამგეობამ სასტუმროში გადაიყვანა. ამავე მისამართზე დაზიანებულია მსუბუქი ავტომანქანაც. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომლის დახმარებითაც, სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

 

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში ამ დრომდე მუშაობენ. ქუჩები ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად წაქცეული ხეებისგან და ჩამოტანილი ქვა-ღორღისგან იწმინდება. ადგილზე მუშაობენ „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები. ასევე, მობილიზებულია ტექნიკა.

 

უამინდობის დროს, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ძირითადად, საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა. ასევე, რამდენიმე სახლის პირველ სართულზე წყალი შევიდა. შესაბამისი სამსახურების მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, რეაგირება უმოკლეს დროში განხორციელდა.

 

გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა სხვადასხვა რაიონში ხეები მოტეხა, რომლის დროსაც, რამდენიმე ავტომანქანა და გაზის მილი დაზიანდა. დაზარალებული ოჯახების დახმარებას გამგეობები უზრუნველყოფენ.

 

რაც შეეხება სხვა სახის ღონისძიებებს, მიმდინარეობს ზარალის აღწერა და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner