„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროპოლიტენში დღეს დაფიქსირებული ხარვეზის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„მეტროსადგურებ „ისანსა“ და „300 არაგველს“ შორის მდებარე დამხმარე გვირაბში 12:00 საათისთვის დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, ადგილზე იმყოფებოდა ტექნიკური ჯგუფი, რომელმაც დროულად მოახდინა რეაგირება და ხარვეზის გამოსწორება. მეტროს მოძრაობა არ შეფერხებულა და ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.