„მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც არჩევნების შედეგად 2020-ში უნდა მივიღოთ, ამათ არაფერში სჭირდებათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართულის ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
„მე ვიყავი პირადად ის ადამიანი, ვინც გიჟივით მოვვარდი ამ დარბაზში და ირაკლი კობახიძესთან, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, უმრავლესობის ლიდერთან შეთანხმებით იმ წამსვე ჩავშალე სხდომა. ეს იყო ჩვენი რეაქცია და საღამოს არც ერთი რუსი დეპუტატი, დუმის დეპუტატი არ იყო თბილისში. ეს იყო ჩვენი რეაქცია, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლებელია, ეს დაენახა, არ დაინახავდა და ამაზე რეაგირება იცით, რა მოაყოლეს, გარეთ გამოსული ადამიანები, ახალგაზრდები უმეტეს წილად, იმათი ემოცია მართეს ნაწილის, სამწუხაროდ. ძალიან დიდი ნაწილი სახლში წავიდა, მაგათი სახეები რომ დაინახა. საღამოს რა შედეგებიც მივიღეთ, ვნახეთ და ახლა, როდესაც ერთი სიტყვა ვთქვი, ერთი ფრაზა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რა გამოიწვია ამან, შეხედეთ... არ უნდათ ამათ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ, არც სამართლებრივი მითუმეტეს, რაში სჭირდებათ და რისი თავი აქვთ ამათ, რომ რაიმე სახის პასუხისმგებლობა აიღონ? ამათ სჭირდებათ მხოლოდ ობსტრუქცია, მხოლოდ გადატრიალება, მხოლოდ ავტოკრატიის იმედის დატოვება და შანსის არმოკვლა. ამით არის სწორედ გამოწვეული, გუშინ შოკში ჩავარდნენ, ხომ ნახეთ ყველამ, რომ გუშინ ჩავარდნენ შოკში და რითი იყო, იცით, ეს შოკი გამოწვეული? გუშინდელი ჩვენი გადაწყვეტილებით. იმიტომ, რომ ასეთი არჩევნების პირობებში შეუძლებელია, მათ ილუზია დარჩეთ, რომ როდისმე მარტო ისინი იქნებიან ხელისუფლებაში და შოკში ჩავარდნენ ამის გამო...“ -განაცხადა მდინარაძემ.
„ამათხალხი უნდა დახოცონ, გვამები უნდოდათ აქციაზე, უბედურებები უნდა დაატრიალონ, რომ რაღაც აზრი ჰქონდეს მათ პოლიტიკურ ცხოვრებას და საერთოდ ცხოვრებას. ასეთი მენტალობის ადამიანები არიან და არ უნდათ ამის მოსმენა, არც არასდროს ენდომებათ. რა მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც არჩევნების შედეგად 2020-ში უნდა მივიღოთ? არაფერში არ სჭირდებათ. პოლიტიკურ პასუხისმგელობაზე ვსაუბრობ, იმაზე, რაც მოხდა იმ საღამოს - ის დათხრილი თვალები, რამდენიმე ადამიანის უბედურება საიდან დაიწყო? ვინ მოუწოდა, ვინ ანიშნებდა ხელით და ვინ ძალადობდა იმ ადამიანების აზრზე, რომ მათ მაინცდამაინც პარლამენტი უნდა აეღოთ შტურმით? და რას ემსახურებოდა ეს? პარლამენტში შემოვიდოდნენ და საკანონმდებლო საქმიანობას გააგრძელებდნენ თუ რას იზამდნენ? უნდოდათ ქვეყნის გადატრიალება, ხელისუფლების გადატრიალება. არავინ არ ეკიდება სკამს. ბოდიში და, სულ ფეხებზე მკიდია ეს სკამი. მაგრამ რეალურად ამათ უნდათ, თავისი და ყველას შვილების მომავალი მოკლან. ამათ მეტი შანსი და პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვთ. უნდათ, რომ ასე დაამყარონ დიქტატურა მომავალში. არავის არ აინტერესებს არანაირი სკამი, ათასგზის დაამტკიცა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ამიტომ არიან გუშინდელის შემდეგ კიდევ უფრო დიდ აგონიაში. ეს შანსი დაეკარგათ მათ. მივიღეთ დაზიანებული ხალხი, რომელთა ჯანმრთელობაზე დღე და ღამე უნდა ვიზრუნოთ და ვიფიქროთ ამ ადამიანებზე, თან უნდა გადავყვეთ მთელი ცხოვრება იმიტომ, რომ ისიც ამ ყველაფერს მოჰყვა, მაგრამ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს და პირველ რიგში მათ, ვინც მოუწოდებდნენ ადამიანებს, რომ მათი გულწრფელი ემოციის ნაცვლად, პროტესტი იმაზე კი არ გამოეხატათ, რომ აქ სკამში აღმოჩნდა, რისკების გადაუზღვევლობის შედეგად და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - რისკების გადაუზღვევლობაზე და მათ არც იმაზე უნდათ წარსულში პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ, რომ რუსეთს ჩააბარეს ტერიტორიები, მერე რუსების რეზოლუციებს ხმას აძლევდნენ და ახლა იმაზე, რაც დაიწყეს და რისი შედეგებიც მივიღეთ. აი, ამიტომ არიან გაგიჟებულები და მრავალპარტიული პარლამენტი საერთოდ ვერც წარმოუდგენიათ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.