ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის სექტორში მომხდარი ფაქტი ახალი გამოწვევაა და ლარის კურსზე ვერ აისახება. მისივე თქმით, ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრები ამ ეტაპზე სტაბილურია.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია და აქედან გამომდინარე არაფერი მიგვანიშნებს, რომ გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, რომ მოკლევადიან რყევაზე არის საუბარი. რაც შეეხება ტურიზმის გამოწვევას, ეს ჯერ კიდევ ახალი გამოწვევაა და ლარის კურსზე ვერ აისახება. ჩვენ ვმუშაობთ კრიზისის განეიტრალებაზე“,- განაცხადა ნათია თურნავამ.