logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ჩვენს გუნდს პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუცილებია
- +

25 ივნისი. 2019. 13:46

 

 

„მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენ პოლიციელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” ფრაქციის წევრმა კობა კობალაძემ ისაუბრა.

 

„ერთი რამ მინდა გაგახსენოთ ყველას, რაც ამ ქვეყანას ოდესმე დამართვნია  ყოველთვის  დამართვნია ურა-პატრიოტიზმით და გაუაზრებელი ქმედებით. არავინ და არავისზე ნაკლებად შეურაცხყოფილი არაა. ჩვენ ერთ-ერთ უმაღლესი თანამდებობის პირის, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის  ადგილას ვიხილეთ ჩვენი მოწინააღმდეგე და აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელი. ამას მივუძღვენით კონკრეტული შეფასება და განცხადებები, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს და არ არის იმის საფუძველი, რომ ის წავიდა, თავის გზას ეწია და ჩვენ ახლა ერთმანეთს თავ-პირი ვალეწოთ და რეალურად, ქვეყანა დავანგრიოთ სხვადასხვა არსებითი თუ არარსებული მიზეზით.

 

მე მინდა გამოვეხმაურო ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს, მათ ჯანსაღ პროტესტს, რაც რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტში ფორუმის გახსნისას მოჰყვა. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენს გუნდს არ აუცილებია და ბოლომდე ზღო. გადადგა უმაღლესი თანამდებობის პირი, უფლებამოსილება მოიხსნა დეპუტატმა, რომელიც იყო ამ თემის ორგანიზატორი. ამავე დროს ამ პროცესის სამართლებრივი შეფასება მიმდინარეობს.

 

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენ პოლიციელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. მათი ქმედება იყო უდავოდ ლეგიტიმური. თუ იყო გადაცდომა მათ ქმედებაში, რა თქმა უნდა, ამის შესაბამისი შეფასება მოხდება, მაგრამ ერთი წამი თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ ის, რომ შემოვარდნილიყვნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რას გამოიწვევდა და რა პროცესები მოჰყვებოდა ამას ქვეყანაში. მე გთხოვთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ოპონენტებს აქვთ ამის დიდი გამოცდილება, როდესაც თავიანთ გარკვეულ ისტორიულ ფონზე წამოიკიდებენ სხვადასხვა შემადგენლობას, მათ შორის, ახალგაზრდებს, შეაზელენ კონკრეტულ კრიზისულ სიტუაციას, მიატოვებენ და მერე დამრიგებლების ტონით გვესაუბრებიან აქ. რომელი ერთი გავიხსენო? რომელ მეგობრობაზეა საუბარი რუსეთის ფედერაციასთან, თან ვისგან არის საუბარი? რომელ შედარებებზეა საუბარი? 7 ნოემბრის და 26 მაისის? დავეთანხმები ჩემს მეგობრებს და არც ერთი ფოთოლი არ იყო შერხეული იმ საპროტესტო აქციებზე, მაგრამ ჩვენ 20 ივნისის დინამიკა რომ გავიხსენოთ, აღმოვაჩენთ იმას, რომ რამდენიმე ტალღა იყო, იერიში მიტანილი პირდაპირ კორდონზე, რამდენიმე ათეული სამართალდამცავი იყო გატაცებული რიგიდან, რამდენიმე კი არა, 97 სამართალდამცავია  დაზარალებული, მათ შორის, ერთ-ერთს მხედველობა დაკარგული აქვს 85%. მინდა, კიდევ ერთხელ თითოეულმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ და  კონკრეტულად პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც ჩაუყარა საფუძველი ამ არეულობის ინსცენირებას“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner