ნაურუს ხელისუფლებამ ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა. რეფორმის შედეგად, სისხლის სამართლით დასჯადი დანაშაულების სიიდან ამოიღეს ჰომოსექსუალური კავშირი და თვითმკვლელობა.
ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ოფიციალურად გაუქმდა მონობა, რომელიც ქვეყანაში ამ დრომდე ფორმალურად დაშვებული იყო. ასევე, ნაურუში აიკრძალა დედების მიერ ახალშობილების მკვლელობა და სექსუალური ძალადობის ცნება გაფართოვდა.
ეს მე-19 საუკუნის ბოლოდან ნაურუს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ყველაზე მასშტაბური ცვლილებებია. ნაურუში ამ დრომდე აკრძალულია აბორტები.
ნაურუ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომლის ფართობი 21 კვადრატულ კილომეტრს, მოსახლეობა კი 10 ათასს ადამიანს შეადგენს.