logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: ამ აქციაზე ორი ლოზუნგია გამოკრული, „ჩვენი მთავრობა ხალხია“ და „ჩვენი მტერია რუსეთი“
- +

25 ივნისი. 2019. 14:31

 

 

„პირველ რიგში პასუხისგება ეკუთვნის იმათ,  ვინც წააქეზა ეს ადამიანები“,-ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ისაუბრა.

 

„ის, რაც მოხდა 19-20 ივნისის ღამეს, ამით ჩვენ დავღალეთ ჩვენი მთავრობა, ხალხი და გავახარეთ მტერი, რომელსაც ისედაც აქვს გახარების საფუძველი ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილების შედეგად, როდესაც რუსეთს ხმა დაუბრუნეს. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, რაც მოხდა, არის ყველასი. ჩვენ გვყავს 270 დაშავებული, აქედან 80 სამართალდამცველი, ორი ადამიანი, რომელიც დღემდე მძიმედ არის და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, იმედია, გადაწყდება ისე, რომ კიდევ უფრო დიდ ტრაგედიას აგვაშორებს თავს, იმიტომ, რომ თავდადებული მუშაობა ექიმების, ექთნების, სამაშველო სამსახურების იმ დღეს იყო იმის საწინდარი, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდი ტრაგედია ავიცილეთ თავიდან. მაგრამ იმ დაკარგულ თვალს, იმ დასახიჩრებულ ახალგაზრდებს ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღო იმითი, რომ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე - კონსტიტუციურად ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, აიღო იმითი, რომ მანდატი დატოვა ჩვენმა კოლეგამ, აიღო იმითი, რომ ჩვენ შევთავაზეთ პროპორციული ნულოვანი ბარიერით საარჩევნო სისტემა, რომელსაც ჩვენს გუნდში საკმაოდ ბევრი სკეპტიკოსი თუ მოწინააღმდეგე ჰყავს.

 

და რატომ შევთავაზეთ? იმიტომ კი არ შევთავაზეთ, რომ ეს ჩვენ რაღაც დამატებით საარჩევნო უპირატესობას მოგვცემს, ან იმიტომ კი არა, რომ აქ ვიღაცა, ზოგიერთი ჩვენი, ოპონენტსაც ვერ დავარქმევ, თითქოს ამას ითხოვს, იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა, ეს არის  გზა და ნაბიჯი სამოქალაქო დაპირისპირების (რომელიც ჩვენთან არის), ამ პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ის უმძიმესი დაპირისპირება, რომელიც გადმოინთხა 20-21 ივნისს, იმიტომ, რომ ის ყველაფერი რეალურად ძალიან ნეგატიური, მაგრამ მაინც საბაბი იყო, და რეალობა ის იყო, რომ ჩვენ ვართ დაძაბული, ჩვენ ვართ ერთმანეთის მიმართ... ვეპყრობით ... სიძულვილის ენით ველაპარაკებით, არის ძალიან დიდი უარყოფითი მუხტი ხალხში და აი, ეს გზა არჩევნების, როდესაც თითოეული მოქალაქის ხმას მნიშვნელობა აქვს, ჩემი აზრით, არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ჩვენ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ, იმისათვის, რომ სამოქალაქო თანხმობას მივაღწიოთ, იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ მისი ხმა არ დაიკარგება და მოვიდეს არჩევნებზე. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მოვიდეს და დააფიქსიროს კიდეც, არის თუ არა საკმარისად პასუხისმგებლიანი „ქართული ოცნება“ და მისი მთავრობა.  და ეს არის სწორედ ის, რასაც ხალხის ნება წყვეტს და არა ზოგიერთი დემაგოგების მოთხოვნა.

 

მაგრამ ამასთან ერთდ არსებობს პასუხისმგებლობა იმ ხალხის, ვინც... ხალხს ვერ დავარქმევ იმათ, იმ ტოქსიკური ძალის, იმ წამქეზებელი პოლიტიკოსების, რომელთაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ახალგაზრდები  სპეციალური საშუალებებით აღჭურვილ პოლიციელებთან გაუშვეს და მარტო მიატოვეს. მიატოვეს და მათ სახეზე და სხეულზე ერთი ნაკაწრი არ მინახავს, მაგრამ სამაგიეროდ დასახიჩრდნენ ადამიანები, დაკარგეს თვალი, და ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ეს არის უბედურება.

 

პირველ რიგში პასუხისგება ეკუთვნის იმათ,  ვინც წააქეზა ეს ადამიანები, ვინც სახელმწიფო გადატრიალებისაკენ წაიყვანა და ვინც ეს ახალგაზრდები შეატოვა შეიარაღებულ პოლიციას.

 

 

ამის გარდა,  აუცილებლად პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, ვისაც ადამიანებს ძნელად დავარქმევ და ვის გვერდზეც გმირი პოლიციელების ადგილი არ არის“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner