logo_geo
eng_logo
ფრაქციამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ საკრებულოში მოსწავლეებს უმასპინძლა
- +

1 ივნისი. 2016. 12:41


საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" და მისი თავმჯდომარის რიმა ბერაძის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო სკოლების წარჩინებულ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს უმასპინძლეს.


IX -XI კლასების 41 მოსწავლე მათ პედაგოგებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ და საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ მიიღეს.


საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს, მათ ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, საკრებულოს საქმიანობა გააცნეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


ამის შემდეგ, მოსწავლეებმა საკრებულოს ისტორიული შენობა დათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.


ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები საქართველოს პარლამენტისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობებს დაათვალიერებენ, ასევე სწრაფი კვების რესტორნების ქსელს „მაკდონალდსი" და გასართობ კომპლექსს „ჯინო ფერედაისს" ესტუმრებიან.


აღნიშნული ღონისძიებები პროექტის „სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობისთვის" ფარგლებში რიმა ბერაძის მხარდაჭერით და ორგანიზაცია „ქალთა თანადგომით"  

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner