logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: 2019 წლის 21 ივნისისგან 2007 წლის 7 ნოემბერი ვერ გადმოედინება!
- +

25 ივნისი. 2019. 15:52

 

 

„ნაცები“ და მათთან აფილირებული ჯგუფები ჯიუტად ცდილობენ, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან გააიგივონ ის, რაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ, 2019 წლის 20 ივნისის საღამოს დაიწყო და 21 ივნისის გამთენიისას დასრულდა, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, 2019 წლის 21 ივნისისგან 2007 წლის 7 ნოემბერი ვერ გადმოედინება!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„ჯერ ერთი, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციაზე ათიათასობით ადამიანი იდგა და არა 2 ათასი, როგორც 2019 წლის 20-21 ივნისს!

 

რაც მთავარია, 2007 წლის 7 ნოემბრის აქცია მშვიდობიანი იყო და მის მონაწილეებს პარლამენტის შენობის შტურმით აღება არ უცდიათ, სპეცრაზმელებისთვის ფარები და ხელკეტები არ წაურთმევიათ, სამართალდამცველებთან ხელჩართული ბრძოლა არ გაუჩაღებიათ, მათთვის ბოთლები, ქვები, ჯოხები და რკინის ნაჭრები არ უსვრიათ.

 

2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად მხოლოდ მომიტინგეები დაშავდნენ, ხოლო პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს თავიდან ღერი თმაც კი არ ჩამოვარდნიათ, მაშინ, როცა 2019 წლის 21 ივნისის ღამეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება ათობით პოლიციელმა მიიღო.

 

რაც მთავარია, 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა აქციის დარბევა, რაც სპეცრაზმისა და პოლიციის მიერ მომიტინგეების ხელკეტებითა და წიხლებით ცემას გულისხმობს, 2019 წლის 21 ივნისის ღამეს კი სპეცრაზმსა და პოლიციას აქციის მონაწილეები არ დაურბევია, ანუ მათ არ დარევია ხელკეტებითა და წიხლებით არ უცემია“, - წერს ჯაბა ხუბუა სტატიაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner