logo_geo
eng_logo
შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა
- +

25 ივნისი. 2019. 15:54

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს  შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა,  ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,   სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე,  1977 წელს დაბადებული ა.ხ.,  ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვის ბრალდებით,  საკონტროლო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“   მიმდებარე ტეროტორიაზე დააკავეს.

 

ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ  შემოსავლების სამსახურის მებაჟეებმა მიმდინარე წლის 25 ივნისს დარიალის საბაჟო გამშვებ პუნქტში  რუსეთიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი შეაჩერეს.  ნივთების შემოწმების შედეგად, ამავე ავტობუსში მოთავსებულ ე.წ. „ჰოვერბორდში“  500 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, „კოკაინი“ აღმოაჩინეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner