logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: არის თუ არა ეს პროფესიული ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია?
- +

25 ივნისი. 2019. 15:57

 

 

„ნაცებს“ და მათთან გათანაბრებულ სუბიექტებს რომ უსმინო, სტომატოლოგობა, თურმე, ასაგდები პროფესია ყოფილა და, თუ ადამიანი სტომატოლოგია, არ შეიძლება, იმან ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავოს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს და ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნას ეხმაურება.

 

„არის თუ არა ეს პროფესიული ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია? რა თქმა უნდა, არის!

 

და ვინ ეწევა ეკატერინე ტიკარაძის დისკრიმინაციას პროფესიული ნიშნით? ძალიან ლიბერალი და ნაცები, ევრონაცები და მათნაირები, რომლებმაც პარლამენტში, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, გრიალ-გრიალით მიიღეს „კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, შემოკლებით „ანტიდისკრიმინაციულ კანონს“ რომ ეძახიან.

 

ახალი ჯანდაცვის მინისტრის სტომატოლოგობას იქედნურად რომ უსვამენ ხაზს, ეს ერთია და კიდევ ცალკე ამბავია, ტიკარაძე ივანიშვილის პირადი სტომატოლოგი იყოო, ამაზე რომ პედალირებენ. თითქოს ივანიშვილის პირადი სტომატოლოგობა ნაკლი იყოს და ცუდ რამეზე მეტყველებდეს.

 

ვთქვათ, მართლა იყო ეკატერინე ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი სტომატოლოგი... ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეკატერინე ტიკარაძე თავისი საქმის საუკეთესო პროფესიონალია? რა თქმა უნდა, სწორედ ამას ნიშნავს!

 

მილიარდების პატრონი ივანიშვილი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, მსოფლიოში საუკეთესო და მაღალანაზღაურებადი სტომატოლოგი დაიქირავოს, საკუთარ ჯანმრთელობას ეკატერინე ტიკარაძეს რომ ანდობს, ე.ი. ამ ახალგაზრდა ქალბატონმა საკუთარი საქმე უნაკლოდ იცის“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner