logo_geo
eng_logo
ბაშარ ალ-ასადი: მიუნხენში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ვერ განხორციელდება
- +

16 თებერვალი. 2016. 11:06



სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა სახელმწიფო ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მიუნხენში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რომლის თანახმად, სირიაში საბრძოლო მოქმედებები ერთ კვირაში უნდა შეწყდეს, ვერ განხორციელდება. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მხარეები არ დაიცავენ.



ალ-ასადის განცხადებით, კვლავ ღია რჩება საკითხი, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტერორისტული დაჯგუფება შეთანხმებას დაარღვევს.



რამდენიმე დღის წინ მიუნხენში გამართულ მოლაპარაკებებზე გადაწყდა, რომ ერთ კვირაში სირიაში საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს, ხოლო ალყაში მოქცეულ დასახლებულ პუნქტებს ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეწოდოს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner