logo_geo
eng_logo
FIFA ახალ პრეზიდენტს აირჩევს
- +

26 თებერვალი. 2016. 17:06



„BBC"-ის ცნობით, FIFA-მ რეფორმების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც „კორუფციული კრიზისიდან" გამოსვლას ისახავს მიზნად.



რეფორმები ხელფასების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას და პრეზიდენტის ოთხწლიანი ვადის დაწესებას ითვალისწინებს. დღეს დღის ბოლოს კი FIFA ახალ პრეზიდენტს აირჩევს, რომელიც ზეპ ბლატერს ჩაანაცვლებს, აღსანიშნავია, რომ ბლატერი FIFA-ს პრეზიდენტის პოსტს 1998 წლის შემდეგ იკავებდა.



FIFA-ს ხელმძღვანელის პოსტისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არიან UEFA-ს გენერალური მდივანი ჯანი ინფატინო და იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი.



გამარჯვებულის გამოსავლენად არჩევნებზე  შესაძლოა, რამდენიმე რაუნდის ჩატარება გახდეს საჭირო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner