logo_geo
eng_logo
ნინო გიორგობიანი: უკანონო თვალთვალი ან მოსმენა არმაზ ახვლედიანსა და მის ახლობლებზე ან სხვა პირზე არ მიმდინარეობს
- +

1 ივნისი. 2016. 12:43


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ უკანონო თვალთვალი ან მოსმენა არათუ არმაზ ახვლედიანსა და მის ახლობლებზე, არამედ არცერთ პოლიტიკოსზე ან სხვა პირზე არ მიმდინარეობს.



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს და გამორიცხავს, რომ არმაზ ახვლედიანზე ან რომელიმე სხვა პირზე ხორციელდებოდეს უკანონო მოსმენები ან თვალთვალი. თუ ასეთი განცხადებების ავტორებს აქვთ რაიმე ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია (მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ აქვთ ფოტოები), მიმართონ საგამოძიებო უწყებებს. თუ გამოძიების შედეგად მსგავსი ფაქტი დადასტურება, ვინც არ უნდა იყოს ეს პიროვნება, აუცილებლად აგებს კანონის წინაშე პასუხს", - განაცხადა გიორგობიანმა.



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის არმაზ ახვლედიანის მტკიცებით, სუს-ის წარმომადგენლები მის ახლობლებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ.



როგორც „ინტერპრესნიუსს" არმაზ ახვლედიანმა განუცხადა, ცალკეულ ადამიანებს ეუბნებიან, რომ მათ ახვლედიანთან ურთიერთობა დააზიანებთ და რომ ეს ხიფათის შემცველია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner