logo_geo
eng_logo
ქობულეთის აქციის მონაწილეები: დაგვეხმარეთ, რომ შევინარჩუნოთ ტურისტები რუსეთიდან
- +

25 ივნისი. 2019. 16:36

 

 

ქობულეთში მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელების აქციის მონაწილეებს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა შეხვდა. ქობულეთში მინისტრთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

 

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ტურიზმის სფეროში არსებული კრიზისული სიტუაციის გამო დახმარება თხოვეს.  მათი თქმით,  აჭარაში მცირე სასტუმროების უმეტესობა სეზონის განმავლობაში ძირითადად, რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს ემსახურება, ტურისტული ემბარგო კი მათ შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს მათ წინაშე მდგარ  პრობლემებზე, მათ შორის ტურისტული სეზონის მოლოდინებიდან გამომდინარე აღებულ საბანკო ვალდებულებებზე  და ეკონომიკის მინისტრს გაუზიარეს თავიანთი მოთხოვნა, რომ  მთავრობამ  ხელი შეუწყოს მათ როგორც ალტერნატიული ტურისტული ბაზრების ათვისებაში, ასევე  რუსეთიდან ტურისტების შესანარჩუნებლად  საქართველოში ჩამოსასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner