logo_geo
eng_logo
უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას პროტესტის ნიშნად ტოვებს
- +

25 ივნისი. 2019. 16:38

 

 

უკრაინის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას პროტესტის ნიშნად ტოვებს. უკრაინული მხარის პროტესტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული დელეგაცია ოთხშაბათს სხდომათა დარბაზში კვლავ დაბრუნდება, რათა აღნიშნული ინიციატივის გასაჩივრებაში მიიღოს მონაწილეობა. უკრაინული მხარე ითხოვს, რომ რუსეთს სრულად შეუჩერდეს უფლებამოსილება.

 

საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა სრული შემადგენლობით მისცეს ხმა იმ რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას ითვალისწინებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner