საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, არჩილ თალაკვაძე თავისი დიდი შესაძლებლობებით, საქმისადმი უაღრესად სერიოზული დამოკიდებულებით იქნება გარანტი პარლამენტის წარმატებული საქმიანობისა.
„წინ უმნიშვნელოვანესი სამუშაოა. ქვეყნის მთავარმა კონსტიტუციურმა ორგანომ, საქართველოს პარლამენტმა უნდა შეძლოს, უმაღლეს დონეზე წარმართოს საკუთარი სამუშაო და ამაში პარალამენტის თავმჯდომარის როლი უდიდესია“, - აღნიშნავს ზაზა გაბუნია.