საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებს საქართველოში სტუმრობას ურჩევს. საელჩო facebook-ის გვერდზე ამერიკელი დიპლომატის ერინ ჯარეტის შთაბეჭდილებების შესახებ წერს.
„საქართველომ ჩემი გული დაიპყრო. ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს – და ისინი ასეც იქცევიან. ბევრს ვუმასპინძლეთ აქ, მათ შორის ჩემს მშობლებს, რომლებიც ნამდვილ ქართულ სუფრაზე მოხვდნენ კახეთში, ჩვენს მეგობრებთან.
საქართველოს საოცრად მდიდარი კულტურული წარსული აქვს და გულით ველი მის ნათელ მომავალს. გამუდმებით შთამაგონებს ეს ხალხი, რომელიც შრომობს თავისი საზოგადოების გაუმჯობესებისათვის და აშენებს წარმატებულ, თავისუფალ საქართველოს“, – აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი ერინ ჯარეტი.