logo_geo
eng_logo
დიმიტირ ხუნდაძე: მცხეთის საკრებულოს წევრებმა ხელფასები გაიზარდეს
- +

1 ივნისი. 2016. 12:47

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტირ ხუნდაძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე მცხეთის საკრებულოს წევრების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა. ხუნდაძის განცხადებით, ხელფასების 200 ლარით გაზრდის ინიციატივა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დააყენა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება საკრებულოს მხრიდან არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ბევრი სოციალურად დაუცველია და თავად მცხეთის გამგეობის თანამშრომლებს დაბალი ხელფასები აქვთ. ხუნდაძის თქმით, ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ ფრაქციიდან ერთმა წევრმა დაუჭირა მხარი.

 


მათ ისედაც საკმაოდ მაღალი ხელფასები ჰქონდათ და კიდევ მატება გაუმართლებელია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია, ამდენი სოციალურად დაუცველია და თავად მცხეთის გამგეობაში - ქვედა რგოლებში ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ ფრაქციიდან ერთმა წევრმა დაუჭირა მხარი ხელფასების გაზრდის ინიციატივას, - განაცხადა ხუნდაძემ. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner