logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: გიორგი გახარიამ შეუძლებელი შეძლო!
- +

25 ივნისი. 2019. 17:08

 

 

„გამოდიან ეს ნაძირლები და გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ - მომიტინგეებს რეზინის ტყვიები სახეში მოხვდათო... აბა, სხვანაირად როგორ უნდა დაშლილიყო აქცია, როცა ვერც წყლის ჭავლმა და ვერც ცრემლსადენმა გაზმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მოსურნეები ვერ გააჩერა?“ - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„დიახ, პუტჩის მოსურნენი შეტევაზე იყვნენ გადასული, პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ და ერთხანს შეიჭრნენ კიდეც ეზოში. აბა, პოლიციელს რა უნდა ექნა, რეზინის ტყვიების ნაცვლად საბრძოლო ტყვიები გამოეყენებინა და ხალხი დაეხოცა? უამრავი პოლიციელი დასახიჩრდა, სპეცრაზმელები სცემეს, ფაქტობრივად, „გადატეხილი“ ჰქონდათ სიტუაცია და ერთხანობა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ხელისუფლება დაემხო!

 

აი, ამ ვითარებაში პოლიციას სხვა რა უნდა გაეკეთებინა? გიორგი გახარიამ შეუძლებელი შეძლო და წაგებული ბრძოლა შემოატრიალა“, - განაცხადა მჟავანაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner