logo_geo
eng_logo
სოსო ვაშაკიძე: დიახ! კი! რუსეთი ოკუპანტია თანაოკუპანტ „ნაცბანდასთან“ ერთად!
- +

25 ივნისი. 2019. 17:50

 

 

ერთი ქალაქელი კაცის ფიქრები:

 

არა არის არა! კი არის კი!

 

შვიდი წელია ხმის ჩახლეჩამდე ყვირის ამომრჩეველი - არა ნაცბო...ბანდას და მის ნასხლეტებს, არა! არ არის ოთხდღიანი პროტესტი გულანთებული ახალგაზრდების პროტესტი, არც ერთი იქ გამომსვლელი არ იბრძოდა პირსისხლიანი რეჟიმის დროს. მარტივად არის ჩამოსათვლელი მათი შემადგენლობა: ნაცბო...ბანდა, თავისი ქვეგანაყოფებით, „გირჩის’ მუქთახორები, ილიაუნის ლგბტ მიმდევრები და ათას მიკროფონზე გადამხტარები!

 

თავს უფლებას ვაძლევ, შემოგთავაზოთ ჩემეული შეფასება მიმდინარე მოვლენებზე. დიახ! -კი! ერთი წელი შესრულდა პრემიერ მამუკა ბახტაძის კაბინეტის და სამოქმედო პროგრამის დამტკიცებიდან. მანამდე ფინანსთა მინისტრის პოსტიდან შეთავაზებულ რეფორმებს და ახალ, ცივილიზებულ თამაშის წესებს ფინანსურ სექტორში. ვინ დაუპირისპირდა? ყველა ხელისუფლების ბანკირი - კომკავშირელი, მევახშეები, ამავე დროს დეპუტატები... განათლებამ და სუფთა წარსულმა გაიმარჯვა, 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ ამოისუნთქა. სამოქმედო პროგრამა მთავრობის ამბიციურია (ამის შესახებ გამოქვეყნებისთანავე აღვნიშნავდი) ხოლო, ეროვნული იდეა განათლების შესახებ - ეპოქალური. ვინ არ დაუჭირა მხარი? ისევ ნაცბო...ბანდამ! დიახ! კი! სერიოზული მზადება მიდიოდა, ნაცბო...ბანდა წვეთ-წვეთად აშუქებდა ვითომდა ფაქტებს „რ2“-ის, „ტვ1“-ის მეშვეობით მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. იყო მცდელობა ზუგდიდში კარგად მომზადებული სუპერ აგენტის მეშვეობით სიტუაციის არევის, დავითგარეჯის თემით მანიპულირებით, ანაკლიის და ფოთის პორტი, რომელი ერთი ჩამოვთვალო? აქ აშკარად ჩანს რუსული კვალი „ნაცბო...ბანდის“ შესრულებით!

 

ხელისუფლება თავის სტრატეგიულ მოკავშირესთან - ევროპასთან აგრძელებს მუშაობას და პრემიერის წარმატებული ვიზიტი ამერიკაში, სახელმწიფო მდივნის განცხადება-„რუსეთის და ჩინეთის საქციელზე“, ააგორა ოკუპანტი ქვეყნის და თანაოკუპანტი ნაცბო...ბანდის „საქმენი საგმირონი“ წინასწარი დაგეგმილი სცენარის „ა“ და „ბ“ ვარიანტები... „გავრილოვ-ქუცნაშვილის“ პანაშვიდზე ელენე ხოშტარია ჩანთიდან იღებს დროშას, როგორც პანაშვიდზე მომტირალი ქალი, ცხვირსახოცს, ხოლო ბობოხიძე - როგორც მერიქიფე წყალს ასხამს... სანახაობა შედგა, მიზანი მიღწეულია, დაიწყო ხავილი... დიახ! კი! ვინ უნდა იყოს სამიზნე, თუ არ გამოვიდა შეღწევა პარლამენტში? რა თქმა უნდა, გიორგი გახარია, მის უწყებაში, როგორც ყველგან, აღმასრულებელ ხელისუფლებაში უამრავია გასუსული ნაცბო...ბანდელი... ასპარეზზე გამოჰყავთ უკვე გუ-ბოზი და ტყვიაველი „ოქრო“ თავის მოქმედი და ყოფილი ზონდერებით... შედეგი მიღწეულია მათთვის და პატრონისთვის! შვიდწლიანმა კოჰაბიტაციამ, უმადურების პოსტებზე რეკომენდატორებისთვის პასუხის არმოთხოვნამ საკადრო გადაწყვეტილებაზე, ისე გაათავხედა ზოგი ტოპმენეჯერი, ზონდერებს ნიშნავს სამსახურში და წარდგენისას ამბობს, გუნდის წევრიაო! ახლა მიხვდით, რომელი გუნდის!

 

P.S. ბოლო გადაწყვეტილება კიდევ ერთი, დიდხანს ფიქრის შედეგია! მქონდა რა ბედნიერება, მემუშავა მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ვიცი, ემოციებით, ან კარგად საკითხის შესწავლის გარეშე არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს. საკმარისია, მისი ქვეყნიდან მივლინება დაანონსდეს, ნაცბო...ბანდელთა საინფორმაციო ჩიტები ავრცელებენ, რომ მის შემცვლელს ბიძინა ეძებს და ა.შ.

 

დიახ! კი! რუსეთი ოკუპანტია თანაოკუპანტებთან ერთად!

 

სოსო ვაშაკიძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner