logo_geo
eng_logo
ბავშვთა დაცვის დღეს პირობით ვადამდე 3 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა
- +

1 ივნისი. 2016. 12:59


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, ბავშვთა დაცვის დღეს, პირობით ვადამდე 3 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა.


საბჭომ სამი არასრულწლოვნის საქმე განიხილა და სამივე მათგანის შემთხვევაში გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. განხილვისას შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება. მათ შორისაა, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; ოჯახური პირობები; ასევე, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner