logo_geo
eng_logo
კახა კალაძე მონუმენტის „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
- +

25 ივნისი. 2019. 18:48

 

თბილისის მერია ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

 

მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

 

„ყველას გვახსოვს, როგორი მძიმე მდგომარეობა იყო აღნიშნული მონუმენტის ირგვლივ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება, გამწვანდება, მოეწყობა მოსასვენებელი ადგილები და ხელოვნური ტბა. მონუმენტი, რომელიც გაძარცვული იყო, შარშან აღვადგინეთ. სამუშაოები, რომელზეც დაახლოებით, ოთხი მლნ ლარი დაიხარჯება, ნოემბერში უნდა დასრულდეს. ყველანი ხედავთ, თუ როგორი ტემპისა და მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილზე. ეს მაგისტრალიც მთლიანად მოწესრიგდება. გარდა ამისა, ყველანაირად განახლდება ევროპის ქუჩა, რომელიც აეროპორტისკენ მიდის. ჩვენს ქვეყანას ბევრი ტურისტი სტუმრობს და ქვეყანასთან, ქალაქთან დაკავშირებით პირველი შთაბეჭდილებები სწორედ აეროპორტიდან ექმნებათ. შესაბამისად, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და გალამაზებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თარგების რეაბილიტაციის სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, გათვალისწინებულია დენდროლოგიური სამუშაოები, სარწყავი სისტემისა და გარე განათების მოწყობა. ასევე, მოეწყობა დეკორატიული აუზი, სპეციალური ჯიხური დაცვის სამსახურისთვის და ტექნიკური სათავსო, სადაც ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა დამონტაჟდება.

 

დენდროლოგიური ნაწილი ნოყიერი მიწის შეტანას, 380 ახალი ხე-მცენარისა და ბუჩქის დარგვას ითვალისწინებს, მათ შორის, ძახველი, ლეკის ხე, ტირიფი, სოფორა, ნეკერჩხალი, ამბრის ხეფშატი, არღავანი, ბაბილონის ტირიფი, ქვამუხა და სხვა. ამასთანავე, 24 000 კვ.მ-ზე ბალახი ჰიდროთესვის მეთოდით დაითესება.

 

ამ ეტაპისთვის, ტერიტორიაზე დემონტაჟის სამუშაოები დასრულებულია და ვერტიკალური გეგმარება მიმდინარეობს. დაცვის ჯიხურისა და აუზისთვის კი ბეტონის საფუძვლები მოეწყო.

 

 

მონუმენტის მიმდებარედ თბილისის მერთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოსო ბურდულაძე იმყოფებოდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner