ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ გვერდ „ევროპაზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და გვერდის ადმინისტრატორს მოუწოდებს, ბოდიში მოიხადოს.
„მეგობრებო, არის ასეთი გვერდი „ევროპა“ https://www.facebook.com/- რომელიც აი ამას კადრულობს! მტკნარი, უზნეო, მზაკვრული სიცრუეა ეს ყველაფერი! მერე იგივე ხალხი მე მეტყვის, ტროლების ფაბრიკა-ქარხნებიო. დიახ, რუსეთი ოკუპანტია! პუტინი ხუილოა! და მათი მეხუთე კოლონა საქართველოში ფიქრობს და მოქმედებს ამჯერად გვერდი „ევროპის“ სახით!
P.S. როგორც კი მივწერე კომენტარი, ეგრევე გააქრეს ეგ პოსტი ჩემზე. ევროპა - ხომ ზუსტად იცით, რომ მოგნახავთ? ეგებ ბოდიში მოიხადოთ მანამდე და აღიაროთ დანაშაული“, - წერს კოკა ყანდიაშვილი.