„მჯერა, რომ, რაც პარლამენტში 20 ივნისს მოხდა, ეს იყო ხელისუფლების დასამხობად მოწყობილი სპეცოპერაცია“, - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვლადიმირ პუტინმა თავის დროზე განაცხადა - „ყოფილი „კაგებეშნიკი“ არ არსებობს!“ აქედან გამომდინარე, ეჭვი არ მეპარება, რომ გრიგოლ ვაშაძე დღესაც „ФСБ“-ს განკარგულებაშია. რაც შეეხება გიგი წერეთელს, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო საბჭოს პრეზიდენტია, მას არაერთი შეხვედრა ჰქონია როგორც ლავროვთან, ისე გავრილოვთან და ერთად სურათებიც აქვთ გადაღებული.
მჯერა, რომ, რაც პარლამენტში 20 ივნისს მოხდა, ეს იყო ხელისუფლების დასამხობად მოწყობილი სპეცოპერაცია. როგორ დავიჯეროთ, რომ გავრილოვი თავისი ინიციატივით ჩახტა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? ცხადია, არა! დიახ, ეს გახლდათ გაწერილი სცენარი და პუტჩისტები სწორედ ამ სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ“, - განაცხადა მჟავანაძემ.