logo_geo
eng_logo
დიმიტირი ხუნდაძე: ვეტოს დავეთანხმებით!
- +

1 ივნისი. 2016. 13:17


„ვეტოს დავეთანხმებით და მის მოხსნაზე არ ვიზრუნებთ",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „რეპორტიორიში" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს უფლება გამოიყენა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. ხუნდაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დამსახურებაა, რომ ძირითად საკითხებზე მოხდა შეთანხმება.




პრემიერ-მინისტრის დამსახურებაა, რომ მოხდა შეთანხმება.  შეთანხმება ბოლომდე იქნება მიღწეული და ჩვენ ვეტოს დავეთანხმებით, მის მოხსნაზე არ ვიზრუნებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის არის შეთანხმება. ეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის კარგი და ასევე წაადგება საქმეს", - განაცხადა ხუნდაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner