„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დღეს პროკურატურაშია დაბარებული. 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან მელიას მიერ განხორციელებულ ქმედებებში პროკურატურა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს.
თუმცა, კითხვაზე - აპირებს თუ არა დღეს პროკურატურაში მისვლას "ნაციონალური მოძრობის" ლიდერი", მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია. ნიკა მელია ამბობს, რომ ბრალის წარდგენა მისთვის პატივია.
პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს გაერთიანებულ სხდომას გამართავს, სადაც მელიას დაპატიმრების თაობაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხზე იმსჯელებს. საკითხი სავარაუდოდ, დღესვე პლენარულ სხდომაზე გავა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სხდომას გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
როგორც უმრავლესობაში ამბობენ, კომიტეტზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. მათივე თქმით, დეტალურად განიხილება ყველა ის მასალა, რასაც პროკურატურა წარადგენს.
გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტში გაგზავნილ წერილშია აღნიშნულია, რომ პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს.