logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: კანონშემოქმედებითი საქმიანობა ჯიბრის რეჟიმში არ უნდა იყოს!
- +

1 ივნისი. 2016. 13:19

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს უფლება გამოიყენა და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს  უკან დაუბრუნა. ქუცნაშვილის განცხადებით, შენიშვნები გაზიარებას დაექვემდებარება და კანონშემოქმედებითი საქმიანობა ჯიბრის რეჟიმში არ უნდა წარიმართოს.



შენიშვნები გადმოგზავნილია. შენიშვნების ის ნაწილი, რაც იქნება არსებითი და სწორი, გაზიარებას დაექვემდებარება, ხოლო შენიშვნები, რომლებიც მიჩნეული იქნება არასწორად, ის გაზიარებული არ იქნება.  პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც აწარმოა წინასწარი მოლაპარაკებები პრეზიდენტთან, განაცხადა, რომ არსებით საკითხებზე, რომლებზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა, პოზიციები შეჯერებულია. გუშინვე მივესალმე პრემიერ-მინისტრის კონსტრუქციულ პოზიციას. კანონშემოქმედებითი საქმიანობა ჯიბრის რეჟიმში არ უნდა იყოს,
- განაცხადა ქუცნაშვილმა. 


right_banner right_banner
არქივი
right_banner