logo_geo
eng_logo
თურქეთში ავარიისას საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა
- +

26 ივნისი. 2019. 11:22

 

თურქეთში ავტოავარიის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა. ავარია დილით, 03:45 საათზე დასახლება ფაზართან, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრის მოშორებით, ავტობანზე მოხდა.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები, ხულოს მცხოვრებლები არიან და თურქეთში სამკურნალოდ იმყოფებოდნენ. ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში ქალაქ რიზეს კლინიკაშია გადაყვანილი.

 

გარდაცვლილთაგან ერთის ცხედარი რიზეს ერდოღანის სახელობის კლინიკის, ხოლო მეორე დაბა ფაზარის პროზექტურაში არის მოთავსებული.

 

ადგილზე იმყოფებიან ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. დაწყებულია გადმოსვენების პროცედურები.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner