logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი თინა ბოკუჩავას: რაც მეტს ილაპარაკებთ, მეტ სისულელეს იტყვით
- +

26 ივნისი. 2019. 11:30

 

„რაც მეტს ილაპარაკებთ, მეტ სისულელეს იტყვით“, - ასე მიმართა საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავას.

 

თინა ბოკუჩავა კომიტეტის სხდომაზე განცხადებას აკეთებდა ნიკა მელიას შესახებ, რა დროსაც კახიანსა და მას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

„მტკიცებულებების გარეშე იჭერთ ადამიანს. ეს დანაშაულია“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

 

კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის საკითხზე პროკურატურას ნებართვა უნდა მისცენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner