logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მელიამ ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების გეგმა პირდაპირ გაახმოვანა
- +

26 ივნისი. 2019. 11:34

 

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც რაიმე კანონსაწინააღმდეგოსა და ანტიკონსტიტუციურს დაგეგმავს.

 

„ნებისმიერი პირი, ვასაძე იქნება, მელია თუ ტურა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე გადაცდომას, კანონსაწინააღმდეგოს და ანტიკონსტიტუციურს დაგეგმავს, მთელი სიმკაცრით დაისჯება, განურჩევლად გვარისა თუ პოლიტიკური გემოვნებისა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისი თქმით, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და დეპუტატ ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას შორის განსხვავება არსებობს.

„განსხვავება არის ის, რომ ამ ვაჟბატონმა, მელიამ პირდაპირ გაახმოვანა ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მათი გეგმა. ამ ადამიანმა და სხვებმა მასობრივ ძალადობას ორგანიზება გაუწიეს, ნუთუ, განსხვავებას ვერ ვხვდებით?!

 

რაც შეეხება ბატონ ვასაძეს, მე როგორც ვიცი, ამაზე სამინისტრომ პრევენციული რეაგირება მოახდინა და იგივე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება ლევან ვასაძე თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე, თუ კონსტიტუციას გასცდება, აბსოლუტურად თანაბრად იქნება განხილული და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner