logo_geo
eng_logo
აქციაზე დაკავებული 51 პირი გაათავისუფლეს
- +

26 ივნისი. 2019. 13:43

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ  განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც, 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სახდელის ზომა - პატიმრობის ვადა 51 ადამიანის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე, 51 ადამიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.

 

გუშინ გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს აქციაზე დაკავებულთა უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლება სთხოვა.

 

„აქციის მიმდინარეობისას სხვადასხვა სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 121 პირს, რომელთა ნაწილი უკვე გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამჟამად პატიმრობაში რჩება 54 პირი.

 

კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მათი მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ“, - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

 

არსებული მონაცემებით, პატიმრობაში აქციაზე დაკავებული 3 ადამიანი რჩება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner