logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ვისაც გინდათ, მიხეილ სააკაშვილს ასიამოვნოთ...
- +

26 ივნისი. 2019. 13:58

 

„ვისაც გინდათ, მიხეილ სააკაშვილს ასიამოვნოთ, მის ხელში ხართ იარაღი შურისძიებისთვის და ისე გაგწირავთ, თვალი არ დაუხამხამდება“, - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ოპონენტებს პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ.

 

„აუცილებლად მინდა დავსვა კითხვა და არ მინდოდა განცხადების გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, პატარა კომენტარიც გავაკეთო, რადგან ოპოზიციის მიდგომა და ამოცანა გასაგებია, რაც არის. არის შემდეგი, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ხალხს შტურმისკენ, ჩვენ ვაწყობთ პროვოკაციებს, ჩვენ შევვარდებით პარლამენტში და პასუხი აგეთ თქვენ. ანუ, რასაც ჩვენ ჩავიდენთ, რასაც დავაშავებთ, ყველაფერზე პასუხი აგეთ თქვენ. - ეს არის ამათი უბადრუკი მიდგომა და ამ ნარატივის გაგრძელებას და გამყარებას ემსახურება ფაქტობრივად ყველაფერი, მაგრამ მართლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ხდება თქვენგან იმიტომ, რომ, თქვენ ასიამოვნოთ მიხეილ სააკაშვილს.

 

რაღაც ამ ხიბლიდან, ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოხვედით. დღემდე სწორებას იღებთ იმაზე, რომ რა გააკეთოთ, რაც ყველაზე მეტად მოეწონება იმ ადამიანს. კარგი, „ნაციონალური მოძრაობისგან“ კიდევ გავიგე, თქვენ ერთი პარტია ხართ, მაგრამ ისინი, ვინც გაემიჯნეთ, ვინც გახვედით, თან ბოლომდე რომ ვერ გახვედით ბოლომდე. რომ ვერ გადიხართ ამ პარტიიდან და მაინც ამ პარტიისკენ მოგიწევთ გული, ჩამოყალიბდით, რა გინდათ ქართულ პოლიტიკაში საერთოდ. ჩამოყალიბდით, საით მიდიხართ. მიხეილ სააკაშვილს გინდათ ასიამოვნოთ? არ გესიამოვნებათ, რასაც გეტყვით. თქვენ, მისი თანაგუნდელები და თანამებრძოლები კი არა ხართ, თქვენ ხართ შურისძიებისთვის აუცილებელი იარაღი მის ხელში და ისე გაგწირავთ ყოველთვის, თვალი არ დაუხამხამდება. გულში ჩაიხედეთ და თქვით, რომ ყველა გრძნობთ ამას. პატარა დისკომფორტს მაინც უნდა განიცდიდეთ და სინდისის ქენჯნას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner