logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: თავდაცვის მინისტრმა შეურაცხყო ქართველი ჯარი და ერი!
- +

26 თებერვალი. 2016. 17:12



მთავრობაში წინასაარჩევნოდ საკადრო ცვლილებებზე საუბარი უკვე დაიწყო, კონკრეტულად რა ცვლილებები განხორციელდება, ჯერჯერობით ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


რომელი მინისტრები, ან მინისტრი უნდა შეიცვალოს წინასაარჩევნოდ. ამ კითხვით „რეპორტიორმა" ყოფილ პარლამენტარ ხათუნა ხოფერიას მიმართა.

 

ზოგადად,  წინასაარჩევნოდ  მინისტრთა კაბინეტის ცვლილებას არ ვემხრობი, მაგრამ ნამდვილად არიან შესაცვლელი კულტურის და თავდაცვის  მინისტრები.  ჯობია, თავდაცვის მინისტრით დავიწყოთ, რომელმაც თავისი დამოკიდებულებით  შეურაცხყო  ჯარი და ზოგადად ქართული ერი.

 

რაც შეეხება კულტურის მინისტრს, კულტურის სამინისტრო ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც ქართველ ინტელიგენციას, ქართულ კულტურას გააჩნია. ამასთანავე, საინტერესოა, ვის აძლევს თანხებს, რატომ აძლევს, ვის აფინანსებს და რა თემებს აფინანსებს ბატონი მიხეილ გიორგაძე", - განაცხადა ხოფერიამ „რეპორტიორთან" საუბრისას.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner