logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: მოდური გახდა, მიდიან და პოლიტიკურ აქტიურობას ახალი ლეგენდებით იწყებენ
- +

1 ივნისი. 2016. 13:49


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებას, არასერიოზულს უწოდებს, სადაც ახვლედიანი ამბობს, რომ მის ახლობლებზე შანტაჟი და მუქარა ხორციელდება.



მგონია, რომ მოდური გახდა, რომ ადამიანები, რომლებიც განაწყენდებიან, მიდიან და იწყებენ პოლიტიკურ აქტიურობას, ცდილობენ, ახალი ეტაპი ლეგენდებით დაიწყონ. არ მგონია, ეს ღირსების საკითხი იყოს. არ არის კარგი, როცა თავს იმითი იმკვიდრებ, რომ ასე მოიხსენიებ პოლიტიკურ გუნდს, რომლის ნაწილიც იყავი შენი პოლიტიკური ინტერესებისთვის", - განაცხადა ბესელიამ.



დეპუტატი არმაზ ახვლედიანს ურჩევს, ასეთი გზით პოლიტიკური აქტიურობა არ დაიწყოს.



პიროვნებულად ეს მას არაფერს შემატებს, თუმცა, თუ ის ამ განცხადებას სერიოზულად აკეთებს, ეს უნდა გადამოწმდეს, მაგრამ მე შემიძლია რამდენიმე მაგალითი გავიხსენო, როცა მსგავსი განცხადებები გაკეთდა და მართალი არ აღმოჩნდა", - განაცხადა ბესელიამ



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლები მის ახლობლებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ. მისი თქმით, ცალკეულ ადამიანებს ეუბნებიან, რომ მათ ახვლედიანთან ურთიერთობა დააზიანებთ და რომ ეს ხიფათის შემცველია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner