logo_geo
eng_logo
პროკურორი: გამოკითხული პოლიციელები ვიდეოფირებში ნიკანორ მელიას გვერდით ფიგურირებენ
- +

26 ივნისი. 2019. 15:51

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს  უფროსის  ამირან გულუაშვილის თქმით, პარლამენტში გამართულ ორი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე  ადგილი ჰქონდა   მოპოვებული მტკიცებულებების  არასწორად ინტერპრეტირებას და  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

„უნდა გავმიჯნოთ  საპარლამენტო პროცედურები  და ის პროცედურები,  რაც სასამართლოში უნდა წარიმართოს.  შესაბამისად,  დღევანდელ სხდომაზე ვერ მოხდებოდა დეტალური მსჯელობა იმ მტკიცებულებებზე, რაც დღეის მდგომარეობით მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში, თუმცა იყო გარკვეულწილად მცდელობა იმისა, რომ ეს მტკიცებულებები დამახინჯებულიყო“,-განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

 

მან განმარტა, რომ   გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ აქციაზე მყოფი ადამიანები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.  გამოძიების მიერ გამოკითხული პოლიციელები კი 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველ ვიდეოფირებში ნიკანორ მელიას გვერდით ფიგურირებენ.

 

„საქმეში მოიპოვება მოწმეთა ჩვენებები, საუბარი იყო პოლიციელების ჩვენებებზე იმ კონტექსტში, თითქოსდა ის გარემოება, რომ ისინი პოლიციელები არიან, აპრიორი მიუთითებს მათ ცრუ მოწმეობზე, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული მათგანი არის აღბეჭდილი ნიკანორ მელიას გვერდით ვიდეოფირზე“,- აღნიშნა პროკურორმა.   

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner