logo_geo
eng_logo
პროკურორი: სსკ 225-ე მუხლის თანახმად, იარაღად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი საგანი, რომელიც...
- +

26 ივნისი. 2019. 16:36

 

პროკურორ ამირან გულუაშვილის განმარტებით, სსკ 225-ე მუხლის თანახმად,  იარაღად შეიძლება  ჩაითვალოს  ნებისმიერი საგანი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ან რაიმე საგნის, ობიექტის დასაზიანებლად.

 

„ბანერის , ბოთლის, ნებისმიერი სხვა საგნის გამოყენება, 225-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს იარაღის გამოყენებას.  აქ  არ იგულისხმება ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი, ეს მუხლი განმარტავს, რომ იარაღად შეიძლება  ჩაითვალოს  ნებისმიერი საგანი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ან რაიმე საგნის, ობიექტის დასაზიანებლად, ცარიელი ბოთლები რამდენად იყო იქ, ვერ გეტყვით, მაგრამ მოცემულ საქმეში თუ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ასობით მაგალითად ქვებით  სავსე პოლიეთილენის ბოთლები, საკმაოდ დიდი ზომის ქვაფენილის ქვები, სხვადასხვა საგნები, ნივთები, მათ შორის დამტვრეული ბანერების რკინის კონსტრუქციები, ხელკეტები, ფარები, რომელიც გამოყენებულ იქნა ძალადობრივი ქმედებების განხორციელების  დროს“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner