logo_geo
eng_logo
პროკურორი: ნიკანორ მელიას სახელმწიფო ბრალდება არ ედავება რაიმე ქმედების ორგანიზებას...
- +

26 ივნისი. 2019. 16:38

 

პარლამენტის კომიტეტების   გაერთიანებულ  სხდომაზე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა  განაცხადა, ნიკანორ მელიას  სახელმწიფო ბრალდება  არ ედავება რაიმე  ქმედების ორგანიზებას, საუბარია ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაზე.

 

 „არსად წერია რომ ნიკანორ მელიას  სახელმწიფო ბრალდება ედავება რაიმე  ქმედების ორგანიზებას, აქ საუბარი არის ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაზე, დამეთანხმებით, ხელმძღვანელობა და ორგანიზება სხვადასხვა საკითხია,  მითუმეტეს,  არსად არ წერია ჩვენს წინადადებაში, რომ  ორგანიზებული ჯგუფის შექმნა იყო მისი, ასე ვთქვათ, მთავარი საკითხი მოცემული ქმედებების დროს“,- აღნიშნა ამირან გულუაშვილმა. 

 

რაც შეეხება სხვა სისხლის სამართლის საქმის არსებობას და პოლიციელთა მხრიდან შესაძლო  სამსახურებრივი უფლებამოსილების   ძალადობის გადამეტების ფაქტს, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ  არსებულ საქმესთან დაკავშირებული კითხვებს უკვე გაეცა პასუხი   პროკურატურაში  გამართულ ბრიფინგზე, რომ დაწყებულია  გამოძიება. 

 

„მათ შორის რამდენიმე პოლიციელს უფლებამოსილება აქვს შეჩერებული და კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვების, კონკრეტული  სტანდარტის შექმნის შემთხვევაში  აუცილებლად, მყისიერად იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, რის თაობაზეც საზოგადოება ასევე დროულად იქნება  ინფორმირებული“, - განაცხადა პროკურორმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner