ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტზე შენიშვნებს დღეს, 17:00 საათზე, განიხილავს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორს" განუცხადა, დიდი ალბათობით, პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, სამუშაო წინასწარ იყო ჩატარებული აღნიშნული პროექტის ავტორებთან და ასევე იყო განხილვა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, რა დროსაც მოხდა გარკვეული შეთანხმება და დაზუსტება რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, რაღაც კონსენსუსს აქვს ადგილი და ალბათ გავიზიარებთ ამ შენიშვნებსაც. შესაბამისად, არ იქნება მორიგი კონფრონტაცია ამ საკითხზე", - განაცხადა ქანთარიამ.