„არ ვართ ის ერი, სიახლეებს რომ ვერ შევეგუოთ. ძალიან ცუდია, როდესაც ამ თემაში რუსეთს და ოკუპაციას რევენ“, - განაცხადა კომპოზიტორმა ნოდარ ნიკოლაიშვილმა „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში.
„არსებობს ბრძოლა, მაგრამ მეთოდებიც ხომ სწორად უნდა შეირჩეს? ჩემს სიმღერას რუსეთშიც უსმენენ, ევროპაშიც და ამერიკაშიც, ვალდებულები არიან, მე, როგორც კომპოზიტორს, ჰონორარი გადამიხადონ, თორემ რუსეთი რომ ოკუპანტია, ჩემმა თაობამ ყველაზე კარგად იცის და საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი“, - განაცხადა ნოდარ ნიკოლაიშვილმა.