„დიახ, დავტოვე კობალაძის ორგანიზაცია და დღეს ვარ ახალი კომპანია „GERA“-ს წევრი“, - განაცხადა კომპოზიტორმა ნოდარ ნიკოლაიშვილმა „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში.
„ჩემი საავტორო უფლებები ვანდე მათ. ჯერ ერთი, ახალი კომპანიაა, საკმაოდ ძლიერ ნაბიჯებს დგამს ბაზარზე, აქვს რამდენიმე ისეთი მომხიბვლელი ხელშეკრულება, რომელმაც დამაინტერესა. მეტი რესურსი აქვთ და მომწონს მათი გეგმები, უფრო გამჭვირვალე, გაცილებით ხარისხიანად შეუძლია იმ საქმის კეთება, რასაც ავტორთა უფლებების დაცვა ჰქვია, თან ჩემი სამეგობროა და საქართველოში, ხომ იცით, როგორც ხდება“, - განაცხადა ნოდარ ნიკოლაიშვილმა.