logo_geo
eng_logo
პროკურორი: მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა ნიკა მელია მიტინგზე მყოფებს, ნებისმიერი გზით, პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა
- +

26 ივნისი. 2019. 21:31

 

მოცემულ შემთხვევაში მცდელობა აქვს ბრალდების მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დისკრედიტაციას, მცდელობა აქვს მტკიცებულებათა დახლეჩას, დაყოფას, არასწორ ინტერპრეტირებას, დამახინჯებული ფორმით წარმოდგენას და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ნიკანორ მელიას მიმართ ბრალდების დადგენილების გამოტანისას არსებობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო სტანდარტი, რაც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და ეს ფაქტი დგინდებოდა არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, არამედ, ასევე, მოპოვებული ვიდეომასალით, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით მათ შორის ექსპერტიზის დასკვნით“. - განაცხადა გულუაშვილმა.

 

გულუაშვილის განცხადებით, პროკურატურის წარმომადგენელმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ მათ ხელთ არსებული თუნდაც ვიდეოჩანაწერები წარმოედგინათ და ამ ზღვა მასალის დამუშავება მიმდინარეობს საქართველოს პროკურატურაში აღნიშნული გამოძიების ფარგლებში.

 

ამასთანავე, ზღვა ვიდეომასალა, რომელიც ამ წუთებშიც მუშავდება საგამოძიებო უწყებაში, დეტალურად ასახავს მელიას უშუალო მონაწილეობას ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაში... საქმეში, ასევე, მოიპოვება ექსპერტიზის დასკვნა, სხვა საპროცესო დოკუმენტაცია, უამრავი მედიასაშუალებიდან მოპოვებული ინფორმაციის დათვალიერებები, რომლებიც არაერთ ელექტრონულ მატარებელზე არის დატანებული და სწორედ ეს არის ტექნიკური საკითხი, რის გამოც ფერხდება გადაცემა, თუმცა კანონით დადგენილ ვადაში სრულად მოხდება ადვოკატისთვის მასალების გადაცემა. შესაბამისად მიმაჩნია, რომ უსაფუძვლოა საუბარი იმაზე, თითქოსდა ჩვენ ვაჭიანურებთ მტკიცებულებების გადაცემას“. - განაცხადა პროკურორმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner