logo_geo
eng_logo
გაგი მოსიაშვილი: სასამართლომ ტარიელ ფოცხვერიას სასჯელი გადაუვადა
- +

1 ივნისი. 2016. 13:53


ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით, ფოცხვერიას სასჯელი გადაუვადდა და რამდენიმე დღეში სამკურნალოდ უცხოეთში წაიყვანენ.


მისი თქმით, სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება და ის დაეყრდნო სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ტარიელ ფოცხვერია არის მძიმე ავადმყოფი, რომლის შესაბამისი მკურნალობა საქართველოში ვერ მოხდებოდა.



მოსიაშვილის განცხადებით, მას არ ეზღუდება ქვეყნის დატოვების უფლება და რამდენიმედღიანი მომზადების შემდეგ სამკურნალოდ უცხოეთში წაიყვანენ.



ფოცხვერიას ბრალად ედება კანონიერი ქურდობა. იგი 2012 წელს ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა ქვეყნის დატოვება ვერ მოასწრო და რამდენიმე დღეში კლინიკაში დააპატიმრეს. მას ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა, კერძოდ, ე.წ. სხადნიაკის ორგანიზება და მითითებების გაცემა დაედო. ხელახალი პატიმრობის შემდეგ სიმსივნით დაავადების გამო ფოცხვერია სასჯელს მარდალეიშვილის სახელობის კლინიკაში იხდიდა.


საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და ფოცხვერიას მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების გადავადება მოხდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner