logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: კონსენსუსს მივაღწევთ
- +

1 ივნისი. 2016. 13:56


„რიგი პოზიციებისა, რომელიც ადრე შეუთანხმებელი იყო, შეთანხმდა", - განაცხადა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს უფლება გამოიყენა და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს  უკან დაუბრუნა. ჟორჟოლიანის განცხადებით, შენიშვნების გაცნობის შემდეგ კონსენსუსს მიაღწევენ.

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებში რიგი პოზიციებისა, რომელიც ადრე შეუთანხმებელი იყო, შეთანხმდა. ჩვენ ყურადღებით გავეცნობით პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ  შენიშვნებს და ვფიქრობ, რომ კონსენსუსს მივაღწევთ", - განაცხადა ჟორჟოლიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner