logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს
- +

1 ივნისი. 2016. 14:12


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:

 

მოგეხსენებათ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, რის გამოც ხშირად ფერხდება ვეტერანებისთვის საჭირო დახმარების გაწევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, ავუხსნათ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საპატიო ადამიანებს, რომ ამ რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ შესაბამისი დეპარტამენტები და განყოფილებები სრული დატვირთვით იმუშავებენ. ამიტომ გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს, ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისათვის და გარწმუნებთ, როგორც კი დასრულდება რეორგანიზაცია, ჩვენ ისევ სრული დატვირთვით, თქვენზე გამუდმებული ზრუნვის მოტივაციით შევძლებთ თქვენი პრობლემების მოგვარებას", - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner