logo_geo
eng_logo
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსული დელეგაციის დაბრუნებას გამორიცხავს
- +

27 ივნისი. 2019. 11:49

 

 

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციის დელეგაციას დამკვირვებლის სტატუსს არ დაუბრუნებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციის პრეზიდენტმა მადლენ მუნმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო UNN ავრცელებს.

 

მისი თქმით, ასამბლეამ საკუთარი პოზიცია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სხდომაზე გაახმოვანა, რომელიც ბრატისლავაში, გაზაფხულზე ჩატარდა.

 

მუნმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის საპარლამენტო ასამბლეას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

 

„საპარლამენტო ასამბლეას თავისი ორგანიზაცია აქვს, მათ საკუთარი წარმომადგენლები ჰყავთ და საკუთარი დასკვნები გააჩნიათ. იქნებიან თუ არა ისინი არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით, მათ ეს საკითხი დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ“, – აღნიშნა მან.

 

24 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას ასამბლეის დარბაზში დაბრუნებისა და ხმის მიცემის საშუალებას უბრუნებს.

 

შესაბამისს გადაწყვეტილებას მხარი 118 ევროდეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 62 იყო, ხოლო 10-მა პასუხის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

 

რეზოლუციით ცვლილება შედის რეგლამენტში, რამაც შესაძლოა რუსეთის დელეგაციაზე დაკისრებული სანქციები გაართულოს, ან დაბლოკოს, ან უზრუნველყოს მისი ასამბლეაში დაბრუნება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გარეშე.

 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრების უფლება ხმის მიცემაზე, სიტყვით გამოსვლაზე და წარდგენაზე ასამბლეაში და მის ორგანოებში, ვერ შეჩერდება, ვერც დაიბლოკება გასაჩივრების, ან უფლებამოსილების გადახედვის შემთხვევაშიც კი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner