logo_geo
eng_logo
ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო 14:00 საათზე იმსჯელებს
- +

27 ივნისი. 2019. 12:08

 

 

ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

 

მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეს მოსამართლე თემურ გოგოხია განიხილავს.

 

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

 

ამასთან, საქართველოს პარლამენტმა გუშინ თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.

 

პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner