ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ რუსეთს მსოფლიოს მთავარი საფრთხე უწოდა. ამის შესახებ მან დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამართული სატელევიზიო დებატებისას განაცხადა, რომელსაც პირდაპირი ეთერით ტელეარხი MSNBC გადასცემდა.
„რუსეთი ჩვენი დემოკრატიის შელახვას ცდილობს. ჩვენ ისინი უნდა შევაჩეროთ“, – განაცხადა დე ბლაზიომ.
დისკუსიის მსვლელობისას კანდიდატებმა მთავარ საფრთხეებზე ისაუბრეს. მათ შორის დასახელდა ჩინეთი, ბირთვული იარაღი და კლიმატის ცვლილება.
ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ შეერთებული შტატების ამჟამინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მსოფლიოს მთავარი საფრთხე უწოდა.